მთავარისაქართველორუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა

დღეს რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა. საბაგირო გზა თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. 

მერიის ცნობით, რუსთაველი-მთაწმინდის პარკის მარშრუტზე მგზავრებს 21 ერთეული რვაკაციანი გონდოლა მოემსახურება, რომლებიც მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1 200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს.

პროექტის ფარგლებში აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა. კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“.

პროექტის საერთო ღირებულება 50 მილიონი ლარია.რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას გადაეცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend