მთავარიმსოფლიორელიგია და პოლიტიკა

რელიგია და პოლიტიკა

ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 2.2 მილიარდი  ქრისტიანი ცხოვრობს, 1.6 მილიარდი მუსლიმი, 1 მილიარდი კი ინდუიზმის მიმდევარი.

კვლევითმა ორგანიზაციამ  Pew Research Center შეისწავლა, თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანთა რელიგიური მრწამსი მათ პოლიტიკურ არჩევანზე.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით  84%  რომელიმე რელიგიის მიმდევარია. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ზოგიერთ ქვეყანაში რელიგიური შეხედულებები არჩევნების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან მჭიდრო კავშირშია. ბევრ ადამიანს ურჩევიათ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ რწმენასა და ტრადიციებთან ახლოს არიან. ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, ეს განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებში ხდება. თუმცა, ამ მხრივ, არც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი  ქვეყანაა გამონაკლისი.

პოლონეთში ამომრჩეველთა 52%-ს სურს, რომ მათი ლიდერი იმავე რელიგიური მრწამსის იყოს, საბერძნეთში მსგავსი სურვილი აქვს 42%-ს, უნგრეთში კი 40%-ს.

დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში განსხვავებული პოზიცია აქვთ. ნიდერლანდებში, ისევე როგორც გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში  ეს საკითხი მხოლოდ 15%-ს აინტერესებს. გამოკითხულთა მეოთხედს მიაჩნია, რომ რელიგიას მათ პოლიტიკურ არჩევანზე დიდი გავლენა აქვს.

იტალია ერთადერთი გამონაკლისია ევროპის უდიდეს ეკონომიკურ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანთა 30%-ს სურს, რომ მათი პოლიტიკური ლიდერი იმავე რელიგიის აღმსარებელი იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend