მთავარიევროპაუნგრეთიევროკავშირის ბოიკოტი უნგრეთის მიმართ გრძელდება

ევროკავშირის ბოიკოტი უნგრეთის მიმართ გრძელდება

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტს ევროკავშირის არაერთმა წევრმა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა და შეხვედრაზე მინისტრების ნაცვლად მათი მოადგილეები ან შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირები არიან წარმოდგენილნი.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არნოლდას აბრამავიჩიუსის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება უნგრეთის საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარეობს. კონკრეტულად კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა იგულისხმება. მისი თქმით, ეს არა ბოიკოტი, არამედ ევროკავშირის მხრიდან აზრის გამოხატვაა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, რუსეთი, 5 ივლისი, 2024 წელი Copyright Valeriy Sharifulin, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

ვიქტორ ორბანის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლისთვისაც უნგრეთს უნდა ემასპინძლა, ბელგიაში გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend