გერმანიაში მატარებლის მემანქანეები უკვე მეექვსე დღეა გაფიცულები არიან, რის გამოც სარკინიგზო მოძრაობა თითქმის შეჩერებულია.
გერმანიის მემანქანეების კავშირი ყოველკვირეული სამუშაო საათების 38-დან 35 საათამდე შემცირებასა და იმავე ანაზღაურების შენარჩუნებას ითხოვს.
გერმანიის რკინიგზის პროფკავშირის სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის. მათ თავიანთი შეთავაზება გერმანიის რკინიგზას უკვე გაუგზავნეს.
გერმანიის რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა გასულ კვირას დაიწყო, რის გამოც ჯერ სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა, შემდეგ კი საქალაქთაშორისო და რეგიონული რეისები შეიზღუდა.
გაფიცვის გამო ათასობით მგზავრი დაზარალდა. გადაადგილების შეზღუდვა მათ გეგმებზე აისახა.
რკინიგზის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას გააგრძელებენ.