მთავარიაზიაჩინეთი„მეომარი მგლის დიპლომატია" - არასამთავრობო ორგანიზაციამ ქართულ მედიაზე ჩინური გავლენა შეისწავლა

„მეომარი მგლის დიპლომატია” – არასამთავრობო ორგანიზაციამ ქართულ მედიაზე ჩინური გავლენა შეისწავლა

ჩინური რბილი ძალა სამხრეთ კავკასიაში ახალი ხილია. როდესაც საუბარი პეკინის რბილ ძალას ეხება, უმთავრესი რასაც ეს ძალა ეყრდნობა, ჩინეთში ჩასული უცხოელი ახალგაზრდების განათლებაა. მართლაც,  2000 – 2010 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 36 ათასიდან 240 ათასამდე გაიზარდა, დღეს კი მათი რაოდენობა  ნახევარ მილიონს აღწევს, პეკინი საკმაოდ გულუხვია, როდესაც საქმე უცხოელი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას ეხება.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი რბილი ძალის გამოყენების თვალსაზრისით, საინფორმაციო გავლენაა. როდესაც დიდი გეოპოლიტიკური ამბიციების მქონე სახელმწიფოები სხვა სახელმწიფოებზე ზემოქმედებას ცდილობენ, მათი მიზნები  შესაძლოა განსხვავებული იყოს: პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო. არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამოქალაქო იდეამ“ ჩაატარა კვლევა ქართულ მედიაში ჩინეთის გავლენაზე და ამ კვლევასთან და ზოგადად პეკინის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სასაუბროდ „ევრონიუს ჯორჯიამ“ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend