აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ინდოეთის ოკეანის საერთაშორისო წყლებში განლაგებული ირანული სამხედრო ფლოტი ჩაძირა.
„ირანის საჰაერო ძალები აღარ არსებობს. აშენდა 1996 წელს, განადგურდა 2026 წელს. ირანული ფლოტი სპარსეთის ყურის ფსკერზე განისვენებს.
არაეფექტურია, განადგურებულია, დამარცხებულია - შეუსაბამეთ რომელი შესატყვისიც გნებავთ. სინამდვილეში, გასულ ღამეს მათი ფლოტის გამორჩეული გემი ჩავძირეთ - „სოლეიმანი“. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ორჯერ ჩაძირა იგი.
მათი საზღვაო ფლოტი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, რადგან უბრალოდ აღარ არსებობს. სინამდვილეში, გუშინ ინდოეთის ოკეანეში და ჩვენ მას მოგვიანებით ეკრანზეც გაჩვენებთ, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო გემი, რომელზეც თეირანი ფიქრობდა, რომ ის საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო.
ამის ნაცვლად, ის ტორპედომ ჩაძირა. ეს არის მშვიდი სიკვდილი. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევა“, - თქვა პიტ ჰეგსეტმა.
პარალელურად, შრი-ლანკას სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას ინდოეთის ოკეანეში ჩაძირული ირანული გემის შესახებ, რომლის შედეგადაც არიან დაღუპულები.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ომის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის პირველი 100 საათის განმავლობაში, ვაშინგტონმა შეძლო ირანის უმაღლესი ლიდერების, ასევე ე.წ. „მმართველი საბჭოს“ ლიკვიდაცია. მისივე თქმით, ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი გენერლებს, საშუალო რანგის ოფიცრებსა და სამხედროებს შორის გაწყვეტილია კავშირი.
პიტ ჰეგსეტი განმარტავს, რომ ამერიკული მხარე დარტყმებს განაგრძობს და მეტად გააძლიერებს შეტევების მომდევნო ტალღებს - „ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ“, - დასძინა მან.
