მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში გრძელდება პროტესტი

საფრანგეთში გრძელდება პროტესტი

საფრანგეთის ქალაქებში გრძელდება პროტესტი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დემონსტრანტების მცირე ჯგუფი პარიზის საფონდო ბირჟასა და ასევე ლიონის რკინიგზის კომპანიის ოფისებში შეიჭრა. ხოლო პირველ მაისს საფრანგეთის პროფკავშირი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი დემონსტრაციის გამართვას გეგმავს.

საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. გუშინ დემონსტრანტების მცირე ჯგუფი პარიზის საფონდო ბირჟაზე შეიჭრა. ამავდროულად, ლიონის რკინიგზის კომპანიის ოფისები რკინიგზის ასობით  თანამშრომელმა დაიკავა.

მშრომელთა პროფკავშირების ლიდერმა სოფი ბინეტმა ერთ-ერთ აქციაზე გამოაცხადა, რომ პირველ მაისს მასშტაბური აქციაა დაგეგმლი. მისი თქმით, პირველი მაისი იქნება ერთიანობისა და მობილიზაციის უპრეცედენტო დღე, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყველა სავაჭრო პროფკავშირი ხალხს პირველ მაისს დემონსტრაციისკენ მოუწოდებს.

ამავდროულად, პრეზიდენტ  ემანუელ მაკრონს ერთ-ერთ სკოლაში ვიზიტის დროს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ნორმალურია, როდესაც ხალხი ბრაზს გამოხატავს. თუმცა მიაჩნია, რომ მათ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმე,  იმუშაონ სკოლის პროექტებსა თუ სხვა საკითხებზე და შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები.

მაკრონმა საფრანგეთის მასშტაბით ტურნე დაიწყო, რათა განმუხტოს ვითარება და მოსახლეობას უკეთ გააცნოს თავისი საპენსიო რეფორმა, რომლის გამოც უკვე 3 თვეზე მეტია  მთელ საფრანგეთში დემონსტრაციები იმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend