მთავარიევროპაუკრაინაზელენსკის თქმით, კრემლი ბრძოლის ველზე სულ უფრო მეტ ჯარისკაცს გზავნის

ზელენსკის თქმით, კრემლი ბრძოლის ველზე სულ უფრო მეტ ჯარისკაცს გზავნის

უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტზე, ვითარება მწვავდება. ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე კიევში მოსკოვის მასშტაბურ შეტევას ელიან

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა,  რომ რუსული მხარე სულ უფრო მეტ ჯარისკაცს გზავნის ბრძოლის ველზე. იზრდება წნეხი საინფორმაციო სფეროზეც. მისი თქმით,  ურთულესი მდგომარეობაა დონეცკის რეგიონში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. თუმცა პრეზიდენტი ამხნევებს საზოგადოებას და აღნიშნავს, რომ, როგორი  წნეხიც არ უნდა იყოს რუსეთის მხრიდან, უკრაინელები ყველაფერს გაუძლებენ.

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინული მხარე ქალაქ კრამატორსკში პროვოკაციას გეგმავს. თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიევი ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმასა და შემდგომ  მოსკოვისთვის გადაბრალებას აპირებს.

რუსული ძალები აღმოსავლეთში წინ მიიწევენ, უკრაინა კი დასავლეთს მოუწოდებს, დროულად მიაწოდოს დაპირებული იარაღი. კიევში ფიქრობენ, რომ მოსკოვს სურს, მთლიანად ჩაიგდოს ხელში ინდუსტრიული დონბასის რეგიონი და სამხრეთი ნაწილი. მათი მიზანია, გააფართოონ სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე, ოკუპირებულ ნახევარკუნძულამდე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend