მთავარისაქართველოკონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისის აეროპორტში

კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თბილისის აეროპორტში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე, ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი – „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის.
კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”, – განაცხადა სუსის კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend