“საქართველოს მუსლიმი ქალების ყოფა და უგულებელყოფის პოლიტიკა” – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჩაატარა. აჭარასა და ქვემო ქართლში 37 მუსლიმი ქალი გამოიკითხა.
კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ სიღარიბე, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, პატრიარქალური იერარქიები და სხვა, საქართველოში მუსლიმი ქალებისთვის, უსამართლო გარემოს ქმნის. კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქალების თქმით მათ უწევთ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემებსა და ტკივილთან ერთად ცხოვრება, რადგან არ აქვთ გამოკვლევისა და მკურნალობის სახსრები.
37 ქალიდან თითქმის ყველა წამლების სიძვირეს ასახელებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ჯანდაცვის სფეროში. მათთვის ასევე ბარიერს წარმოადგენს ქართული ენის არცოდნა.