საქართველოში კორონავირუსის უკვე მეხუთე ტალღაა. პანდემიის ახალი ტალღის დაწყება ყველაზე მეტად კოვიდკლინიკებში იგრძნობა ხოლმე. ინფიცირებულათათვის განკუთვნილი ცარიელი საწოლები სწრაფად ივსება და ექიმებიც ხვდებიან, რომ საქმე ახალ ტალღასთან აქვთ. ერთ-ერთი ასეთი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კოვიდცენტრის უფროსი ექიმი, ლეილა ოტიაშვილია, რომელიც უკვე მეორე წელია, კოვიდინფიცირებულთა გადასარჩენად იბრძვის. ამბობს, რომ მეხუთე ტალღას ელოდნენ, თუმცა ვერ წარმოდგენდნენ, თუ ასეთი მძლავრი და დამანგრეველი იქნებოდა. ლეილა ოტიაშვილს ახსოვს მისი თითოეული პაციენტის წნევა, პულსი, სატურაცია, თუმცა არ ახსოვს ბოლოს როდის დაისვენა.