მთავარიCOVID-19„ომზე უარესია, მგონი“ - ერთი ექთნის ამბავი

„ომზე უარესია, მგონი“ – ერთი ექთნის ამბავი

ექთანი თამარ ბაგაური პაციენტებს რომ დაეხმაროს, ორ ადგილზე უწევს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, პოტენციურ კოვიდპაციენტებს ყოველდღიურად კოვიდ-19-ზე ტესტირებას უტარებს.

თამარ ბაგაური, ექთანი:

„მეტი რაღა უნდა იყოს ომი, ამდენი ადამიანი იღუპება, ამდენ ადამიანს უნდა დახმარება და ვერ ვშველით. ომზე უარესია, მგონი. მქონია  ისეთი შემთხვევა, რომ ჩემი პაციენტი გარდაცვლილა და ეს ჩემთვის დღემდე ყველაზე რთულია. კორონავირუსით დაინფიცირებას ყოველდღე ველოდები. ამ ამბავს ასე ტრაგიკულად არ ვუყურებ. ვფიქრობ, რომ თუ შემხვდა, ჩვეულებრივ მოვიხდი და გადაივლის. მე შიში გადავლახე. თუმცა როცა პაციენტები  ჩემთან ტესტირებაზე მოდიან, ძალიან ეშინიათ. მე მგონი, ტესტირების პროცედურა აშინებთ. ამ მხრივ ქალები უფრო ამტანები არიან, კაცებს პანიკურად ეშინიათ. პანდემიამ მასწავლა, რომ უფრო ახლოს უნდა ვიყოთ  ერთმანეთთან, უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ეს ისედაც ასეა, მაგრამ ამის საჭიროება ახლა უფრო მეტად დავინახეთ.“

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend