მთავარიCOVID-19„არ ვიცოდი, უნდა მივსულიყავი თუ არა სახლში“ - ერთი ექიმის ამბავი

„არ ვიცოდი, უნდა მივსულიყავი თუ არა სახლში“ – ერთი ექიმის ამბავი

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ია აღდგომელაშვილი პანდემიასთან ბრძოლას მას შემდეგ შეუერთდა, რაც დეკრეტული შვებულება დროზე ადრე შეწყვიტა. ყოველდღე ოქტომბრიდან დღემდე ია  როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე სხვა დაავადებების მქონე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

ია აღდგომელაშვილი, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი:

„ყველაზე რთული ის იყო, როდესაც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ვერ ვწყვეტდი, სახლში უნდა მივსულიყავი თუ არა. არ ვიცოდი, წარმოვადგენდი თუ არა საფრთხეს ჩემი ოჯახისა და ჩემი 3 თვის შვილისთვის. ან თუ სახლში არ მივიდოდი, სად უნდა წავსულიყავი?.  გაზაფხულზე, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა, ორსულად ვიყავი და დაახლოებით 2 თვე სრულიად მარტო ვცხოვრობდი. ჩემი მეუღლეც ვერ მოდიოდა სახლში, რადგან ცხელების ცენტრში მუშაობდა. ამ თვეების განმავლობაში დისტანციურად ვუყურებდი, როგორ იბრძოდნენ ჩემი კოლეგები პანდემიის წინააღმდეგ. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, თუმცა ორსულობის გამო სხვა გზა არ მქონდა. შემოდგომაზე კი, ეპიდსიტუაციის გამწვავებასთან ერთად, გახდა თუ არა 40 დღის ჩემი შვილი, შევწყვიტე დეკრეტული შვებულება და სამსახურში დავბრუნდი. ახლა ბავშვი ბებიებთან და ბაბუებთან იზრდება. მე სახლში პირბადით მივდივარ და ვაჭმევ, შემდეგ ისევ სამსახურში ვბრუნდები. ხოლო კვირაში ერთხელ, როდესაც მეც და ჩემი მეუღლეც კორონავირუსზე ტესტირებას ვიტარებთ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ბავშვთან ერთ-ორ საღამოს ვატარებთ.“

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend