მთავარიკუბი„ევრო 2020-ზე“ უნგრეთში მიღებულ ჰომოსექსუალთა პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის პროტესტი გრძელდება

„ევრო 2020-ზე“ უნგრეთში მიღებულ ჰომოსექსუალთა პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის პროტესტი გრძელდება

მას შემდეგ, რაც ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა ცისარტყელას ფერებში სტადიონის განათებაზე უარი თქვა, ლგბტ თემის მხარდამჭერები პროტესტს გამოთქვამენ.

თამაშის დაწყებამდე, სანამ უნგრელი ფეხბურთელები ასრულებდნენ ქვეყნის ჰიმნს, სტადიონზე გერმანიის ნაკრების მაისურით გამოვიდა მამაკაცი და ლგბტ თემის დროშა აღმართა.  უნგრეთის ნაკრების მხარდამჭერებმა მათ აქციას სტვენით უპასუხეს. როდესაც გერმანიის ჰიმნი ჩაირთო, უნგრელმა მაყურებელმა ფეხბურთელებს ზურგი შეაქცია.

გერმანელი მხარდამჭერების აქცია უნგრეთში მიღებულ ჰომოსექსუალთა პროპაგანდის შესახებ კანონს ეხება, რომელიც უნგრეთში 15 ივნისს მიიღეს. კანონის მიხედვით, სკოლებსა და სატელევიზიო მასალებში იკრძალება ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების ჩვენება და ამ თემაზე საუბარი. გერმანიამ და ევროკავშირის წევრმა კიდევ 13-მა ქვეყანამ დაგმო მიღებული კანონი, რის გამოც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უარი თქვა მიუნხენში მატჩზე დასწრებაზე.

 
განსაკუთრებულად გააკრიტიკეს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების გადაწყვეტილება. მათ უარი თქვეს უნგრეთი-გერმანიის თამაშის დროს არენის გაფერადებაზე. ამ წინადადებით მიუნხენის მერი გამოვიდა. უეფაში განაცხადეს, რომ ორგანიზაცია პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალური ორგანიზაციაა და გასათვალისწინებელია უნგრეთის პოლიტიკური კონტექსტიც.  ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეუძლიათ სხვა დღეს გაანათონ არენა, მაგალითად, 3 და 9 ივლისს, როდესაც მიუნხენში ლგბტ-თა აღლუმი იქნება.

მას შემდეგ, რაც უეფამ უარი თქვა, ფეხბურთის კლუბებმა, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“,  ლოგოტიპი ტვიტერზე ლგბტ თემის დროშის ფერებში შეცვალეს.  ასევე ფრანგმა ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მიუნხენის არენა ცისარტყელას ფერებშია განათებული.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend