ეს ტურიზმისთვის იმედის კარიბჭეა. მადრიდში განსაკუთრებული, ისტორიული მნიშვნელობის ტურიზმის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა ეწყობა.
ამ სექტორში ეს პირველი გამოფენაა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში არ იმართება.
5000 პროფესიონალი 55-ზე მეტი ქვეყნიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვითა. მათ მკაფიო მიზანი აქვთ.
“ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ტურიზმის აღდგენას და იმედი მივცეთ სექტორში დასაქმებულებს. ასევე ისეთი ინიციატივები წამოვიწყეთ, რომლებიც წარმატებას მიგვაღწევინებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთშიც – ჩვენთვის ეს ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია – მთავარია, ვიმსჯელოთ აღდგენაზე და იმაზე, რომ მოგზაურობა შეიძლება იყოს უსაფრთხო ”, – ამბობს გამოფენის ხელმძღვანელი მარია ვალკარე.
ტურიზმის მომავალი დამოკიდებულია უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე.
დომინიკის რესპუბლიკა მსგავს მიმართულებებზე მუშაობდა. ქვეყნის წარმომადგენლები FITUR- ის 41-ე გამოფენაზე ჩამოვიდნენ და თავიანთი კულტურა, ისტორია და ბუნება საზოგადოებას გააცნეს.
ვინ არ ოცნებობს იმოგზაუროს ამ სამოთხის პლაჟებზე. ეს მარტო მზე და ქვიშა არ არის. კუნძულზე ეკოლოგიური და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას აპირებენ.
“ტურისტები სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს ეძებენ, არსებული მოდელის გადახედვა და საინტერესო ადგილების შერჩევა გვიწევს. როდესაც ვსაუბრობთ მდგრადობაზე, ცხადია, ჩვენ ვგულისხმობთ გარემოს, ასევე კულტურასა და ხალხს. თუ ტურისტულ ზონაში ადგილობრივები არ არიან, მოგზაურებს აღარ აინტერესებთ იქ რა ხდება. ამიტომ ეს მოდელი ყველასთვის საინტერესო მოდელია “, – ამბობს დომენიკის რესპუბლიკის ტურიზმის ვიცე-პრეზიდენტი ჟაკლინ მორა.
ანდალუსია ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რეგიონია ეროვნული ტურიზმისთვის, რომელიც მთლიანი ტურიზმის 70% -ს წარმოადგენს. ყოველი მეოთხე ესპანეთში ამ ადგილს ირჩევს.
ანდალუსიის აღდგენის გეგმები, უსაფრთხოების ოქმები, ეტიკეტი და საერთაშორისო დაზღვევა, ტურისტებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა დადებითად მოქმედებს მათზე.
“ახლა, საბედნიეროდ, ჯავშნების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ვფიქრობ, რომ 2021 წელს მილიონ მოგზაურს მივიღებთ. 2022 წელს კი 30 მილიონზე მეტი ტურისტი გვეყოლება, როგორც ეს 2019 წელს იყო”, – ამბობს ანდალუსიის ვიცე-პრეზიდენტი ხუან მარინი.
სექტორის აღდგენასთან ერთად მოგზაურობასთან დაკავშირებული შიში აღარც გაგვახსენდება, რადგან ახლა სექტორი უფრო გამოცდილი და მდგრადია.
შაბათ-კვირას გამოფენის კარი ღია იქნება საზოგადოებისთვის, რომელსაც შეეძლება აქ PCR ტესტის გარეშე მოვიდეს, მათ მხოლოდ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ.