მთავარიამერიკააშშ„ტრამპის ანგარიშების” ფარგლებში ყოველ ახალშობილს 1000 დოლარი დაერიცხება

„ტრამპის ანგარიშების” ფარგლებში ყოველ ახალშობილს 1000 დოლარი დაერიცხება

ამერიკის შეერთებული შტატებში  ახალი პროგრამა „ტრამპის ანგარიშები“ ამოქმედდება. პროგრამის გახსნის საზეიმო ღონისძიება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში გამართა. პროგრამის ფარგლებში შეერთებულ შტატებში ყველა ახალშობილს 1000 ამერიკული დოლარი დაერიცხება იმ პირობით, რომ მათი მშობლები ანგარიშს საფონდო ბირჟაზე გახსნიან. დაგროვებული თანხის აღება კი მათ 18 წლის ასაკში შეეძლებათ.

პროგრამის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელსაც პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პროგრამა ახალგაზრდა ამერიკელებს შესაძლებლობას მისცემს, ზრდასრულ ასაკში ცხოვრება მშვიდად და სტაბილურად დაიწყონ.

„პირველად ისტორიაში ყველა ახალშობილ ამერიკელ ბავშვს მომავალში ფინანსური და ცხოვრებისეული წინსვლის სამართლიან შანსს მივცემთ, მათ შეეძლებათ, აისრულონ ამერიკული ოცნება, რომელზეც ხალხი აღარ საუბრობს, ყოველ შემთხვევაში ბოლო ოთხი წელია. პირად ანგარიშებზე დაირიცხება საწყისი თანხა -1000 აშშ დოლარი. ეს შენატანი მათი ცხოვრების განმავლობაში გაიზრდება და შეიძლება ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან ნიშნულამდეც კი ავიდეს. მშობლებს, დამსაქმებლებს, ეკლესიებს, შტატებსა და ახლობლებს ასევე შეეძლებათ ამ ანგარიშებზე დამატებით 5000 აშშ დოლარამდე თანხის შეტანა. ოდნავ უფრო დიდი შენატანის მეშვეობით, იმ დროისთვის, როცა ბავშვი 18 წლის გახდება, „ტრამპის ანგარიშის” მოცულობამ მინიმუმ 50 000 აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს, შესაძლოა, გაცილებით მეტიც კი იყოს. ოდნავ უფრო დიდი შენატანით უფრო მეტ თანხას მივიღებთ – 100 000, 200 000 დოლარს, თითოეული ბავშვისთვის ის შეიძლება გაიზარდოს 300 000 აშშ დოლარამდეც კი. ვფიქრობთ, რომ საშუალოდ 200-300 000 დოლარის ფარგლებში იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„ტრამპის ანგარიშებში” ინვესტიციის ჩადება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პროგრამას შეუერთდნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანია და ცნობილი ადამიანებიც. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელმა მუსიკოსმა და რეპერმა ნიკი მინაჟმა პროგრამაში ასობით ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო. პრეზიდენტმა რეპერს პროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სცენაზე მოიწვია.

„ალბათ მე პრეზიდენტის ნომერ პირველი გულშემატკივარი ვარ და ეს არ შეიცვლება. სიძულვილი ან ის, რასაც ხალხი ამბობს, საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე. სინამდვილეში, ეს მაძლევს მოტივაციას, რომ მას უფრო მეტად დავუჭირო მხარი. და ეს ყველას მოტივაციას მოგვცემს, რომ მას უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩეს მისი დაშინებისა და ცილისწამების კამპანიის გამო. ეს არ იმუშავებს. ის ძალიან ძლიერია და მას ღმერთი იცავს. ამინ“, – თქვა ამერიკელმა რეპერმა სიტყვით გამოსვლისას.

პროგრამის ავტორების თქმით, „ტრამპის ანგარიშების” მიზანია, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვები მომავალში მატერიალურად უზრუნველყოფილი იყვნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend