ჟენევის მოლაპარაკებები და ახალი ფაზა რუსეთის ომში – 28-პუნქტიანი გეგმა და ევროპის ახალი სამშვიდობო ხედვა, რომელმაც კიევში კვლავ გააჩინა იმედი, რომ ჯერ კიდევ არსებობს სივრცე გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის.
როგორია თავდაპირველი გეგმის შინაარსი, რას მოიცავს ევროპის ალტერნატიული წინადადება, როგორია ომის დასრულების პერსპექტივები? – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარმა გიგა ჯოხაძემ ისაუბრა.

