მთავარიაზიაირანიირანის წინააღმდეგ ხელახლა ამოქმედდა დასავლეთის სანქციები

ირანის წინააღმდეგ ხელახლა ამოქმედდა დასავლეთის სანქციები

28 სექტმებრის დილით გაერომ ირანს ბირთვული პროგრამის გამო სანქციები ისევ დაუწესა. როგორც ჩანს, თეირანის ზოგიერთი მცხოვრები  კვლავ უჭერს მხარს მოლაპარაკებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დასრულებას ისახავს მიზანად.

სანქციები ითვალისწინებს საზღვარგარეთ ირანის აქტივების გაყინვას,  თეირანთან იარაღთან დაკავშირებული გარიგებების შეჩერებას, ასევე ქვეყნის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, სხვა რეგულაციებთან ერთად, გარკვეული სადამსჯდელო ზომების გატარებას.

„ჩვენი დიპლომატიური სამსახური კარგად არ მუშაობს. ვფიქრობ, რომ ჩვენს მტრებთანაც შეგვიძლია მოლაპარაკება. რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს, თუ გარკვეულ  შედეგს მივიღებთ? მოდი, ორივე მხარემ  წამოვეყონოთ ჩვენ-ჩვენი მოთხოვნები.  დიახ, მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები მივიღოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ და გარკვეულ გარიგებაზე შევთანხმდეთ“, – ამბობს თეირანის ერთ-ერთი მკვიდრი.

სანქციების ხელახლა ამოქმედება ე.წ. „სნეპბეკის“ მექანიზმის წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს მექინზმი ირანსა და მსოფლიო ძალებს შორის 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებაში იყო შეტანილი. ის მაშინ ამოქმედდა,  როდესაც ირანის ეკონომიკა ისედაც კრიზისშია.

„გარკვეულწილად, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ აშშ მართავს მსოფლიოს, ის, ფაქტობრივად, მსოფლიოს პოლიციაა. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება მთავარ პარტიასთან და ეს ამერიკაა. რატომ უნდა გავმართოთ მოლაპარაკება ევროპელებთან ან სხვა ქვეყნებთან? ჩინეთმა და რუსეთმა დაამტკიცეს, რომ ისინი ჩვენი ხალხის მეგობრები არ არიან. მთავრობაში თანამდებობა რომ მქონოდა, აუცილებლად ამერიკას ავირჩევდი და პირდაპირ ტრამპს დაველაპარაკებოდი“, – აცხადებს თეირანის ერთ-ერთი მკვიდრი.

სამოქალაქო აქტივისტები შიშობენ, რომ ისლამურ რესპუბლიკაში გაძლიერდება რეპრესიების ტალღა, რომელმაც, როგორც ამბობენ, წელს უფრო მეტი ადამიანი იმსვხერპლა, ვიდრე ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.

ირანში სურსათის ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა – ხორცს, რომელიც  ისედაც ძვირი ღირდა, ახლა ღარიბი ოჯახები  საერთოდ ვეღარ ყიდულობენ. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს.

„მე ბირთვულ პროგრამას მინიმუმ 5 წლით შევაჩერებდი და ხალხზე ვიზრუნებდი. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო ამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად“,  – ამბობს თეირანის მკვიდრი რეზა არჯმანდი.

ივნისში ირანის მთავრობის ინფლაციის წლიურმა საერთო მაჩვენებელმა 34.5% შეადგინა, ხოლო აუცილებელი საკვები პროდუქტების ფასი იმავე პერიოდში 50%-ზე მეტით გაიზარდა. თუმცა, ესეც არ ასახავს იმ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანები მაღაზიებში აწყდებიან. ლობიოს ფასმა ერთ წელიწადში სამჯერ მოიმატა, კარაქის ფასი კი თითქმის გაორმაგდა.

ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტის, ბრინჯის ფასი, საშუალოდ 80%-ზე მეტით გაიზარდა,  პრემიუმ კლასის ჯიშებისა კი – 100%-ით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend