ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე გასცა ბრძანება, რაც შეიძლება, სწრაფად დაამყარონ კონტროლი ქალაქ ღაზაზე.
„მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ომი ჩვენი გამარჯვებით”, – განაცხადა მედიასთან ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა რვა აგვისტოს დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების თაობაზე.
„მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ომი ჩვენი გამარჯვებით დავასრულო. რეზერვისტების დიდი ძალისხმევის შესახებ რომ ვიცი, ამიტომ ვცდილობ ამას. მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს, შეამცირონ ქალაქ ღაზის კონტროლის აღების ვადა.
ჩვენ ვაპირებთ შეთანხმებას და არა გარიგებას 20-ვე მძევლის გასათავისუფლებლად. ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ჰამასი“ და, ჩემი აზრით, ამის აღსასრულებლად ეს ერთადერთი რეალური გზაა. ჩვენ ვისაუბრეთ და ველოდით ნაწილობრივ შეთანხმებას, ისინი მუდმივად გვატყუებდნენ და მძევლებს იტოვებდნენ. მინდა, ყველა მძევალი ვნახო და მჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებით ჩვენს მიზანს მივაღწევთ“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.