მთავარიაზიასირიაისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტრო დაბომბა

ისრაელმა სირიის თავდაცვის სამინისტრო დაბომბა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის თავდაცვის სამინისტროზე და ასევე პრეზიდენტის სასახლის მახლობლად იერიში მიიტანეს.

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ერთი, ხოლო დაშავებულია 18 მშვიდობიანი მოქალაქე.

როგორც სირიის ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი ორგანიზაცია აცხადებს, თავდასხმას ემსხვერპლა სამი სირიელი მეთაურიც.

ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც სუვაიდის პროვინციაში ადგილობრივ დრუზებსა და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ თუ სირიის სამთავრობო ძალები არ დატოვებენ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ელ-სუვაიდს, სადაც რამდენიმე დღეა, დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება – იგი თავდასხმებს გააძლიერებს.

ვითარების მკვეთრ ესკალაციას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. მისი თქმით, აშშ-ს საბრძოლო მოქმედებების დასრულება სურს და ადასტურებს, რომ ვაშინგტონი ორივე მხარესთან ესაუბრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend