ნიდერლანდების ხელისუფლება იძიებს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს. ქვეყანაში, სადაც ნატოს ლიდერების ორდღიანი სამიტი იმართება, მთავარი აეროპორტის მიმართულებით შეიზღუდა მატარებლების მოძრაობა.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ ვან ვილმა ნატოს საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა, რომ გამომძიებლები მუშაობდნენ ვერსიაზე, რომ დაახლოებით 30 სარკინიგზო კაბელს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.
ზიანის შედეგად შეფერხდა რკინიგზის მუშაობა და იმ მატარებლების მოძრაობა, რომლებიც სხიფჰოლის აეროპორტიდან ამსტერდამისა და ასევე სამხრეთით ჰააგის მიმართულებით მოძრაობდნენ, სადაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებოდნენ.
რკინიგზის მმართველი კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგია 24 ივნისს დილის საათებში გაითიშა. პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ კაბელებზე გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მიმდინარე კვირის ორშაბათს, 23 ივნისს, შეფერხებისა და მწყობრიდან გამოყვანის მიზნით ნატოს სამიტთან დაკავშირებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაციაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.
კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამ თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა პრორუსი ჰაკერების ჯგუფმა NoName057(16)-მა აიღო.