მთავარისაქართველოარასაიმიგრაციო ვიზების მიმღებთათვის საქართველოში აშშ-ის საელჩოს ახალი წესები აქვს

არასაიმიგრაციო ვიზების მიმღებთათვის საქართველოში აშშ-ის საელჩოს ახალი წესები აქვს

საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური უწყება წერს, რომ ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და ისინი საჯარო გახადოს.

საელჩოს განმარტებით, გადაწყვეტილება ვიზის მიმღებ პირთა იდენტობის დადგენას უკავშირდება.

„სავიზო სკრინინგის დროს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ვიყენებთ – მათ შორის სოციალური მედიის მონაცემებს – იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ ან რომლებიც აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. 2019 წლიდან აშშ-მა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო სავიზო აპლიკაციაში სოციალური მედიის იდენტიფიკატორების მითითება სავალდებულო გახადა. აპლიკანტები ვალდებული არიან, სოციალურ მედიაში მათი ყველა იდენტიფიკატორი მიუთითონ“ – წერს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

დიპლომატიური წარმომადგენლობა განცხადებაში წერს, რომ მცდარი ან არასრული ინფორმაციის მითითებამ, შესაძლოა, ვიზაზე უარი და მომავალში, ვიზის ვერ მიღების შესაძლებლობა გამოიწვიოს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend