მთავარიევროპაუკრაინაუკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. სამხედროები რამდენიმეწლიანი ტყვეობის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდნენ.

სამხედროების უმეტესობას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. როგორც უკრაინის ტყვეთა საკითხებზე პასუხისმგებელი უწყების წარმომადგენელმა, პეტრო იაცენკომ განაცხადა, უკრაინელ მებრძოლებს ტყვეობის პერიოდში საკვებსა და სამედიცინო დახმარებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

გაცვლის პროცესს ესწრებოდნენ გათავისუფლებული სამხედროების ოჯახის წევრები, რომლებსაც ტყვეების შესახებ ინფორმაცია თვეების განმავლობაში არ ჰქონდათ.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, 2022 წლის შემდეგ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის ტყვეობაში 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ოფიციალური წყაროების თანახმად, გათავისუფლებული სამხედროები უახლოეს დღეებში გაივლიან სრულ სამედიცინო შემოწმებასა და რეაბილიტაციის პროცესს.

უკრაინის კოორდინაციული შტაბის განცხადებით, ტყვეების დაბრუნების პროცესი გრძელდება და მათი მიზანია, თითოეული უკრაინელი სამხედრო უკან, სამშობლოში, დააბრუნონ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend