UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა.
ქართველმა მებრძოლმა ირლანდიელი შონ ომალი მეორედ დაამარცხა და სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარი მეორედ შეინარჩუნა.

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის დაპირისპირებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. ბრძოლის შემდეგ მერაბ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა, მათ სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.