მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევების სისტემატურად ჩატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ექიმებმა ჯანმრთელობის პოტენციური გართულებები ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინონ.
საერთაშორისო რეკომენდაციების თანახმად, 60 წლამდე ასაკის პირებმა სამედიცინო შემოწმება 1-3 წელში ერთხელ უნდა გაიარონ, ხოლო თუ მათ ადრე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდათ, მაშინ- წელიწადში ერთხელ.
60 წელს გადაცილებული პირებისთვის რეკომენდებულია, პროფილაქტიკური კვლევების ყოველწლიურად ჩატარება.
ევრონიუს ჯორჯიამ საქართველოს მოსახლეობას ჰკითხა რამდენად აქვთ მათ სამედიცინო პროფილაქტიკური კვლევების ჩატარების საშუალება და რა სიხშირით იტარებენ ამ კვლევებს?