იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ დროებით შეუჩერა DeepSeek-ს იტალიის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება, რადგან მონაცემთა დაცვის სააგენტო თვლის, რომ ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელი ევროკავშირის რეგულაციებს არ შეესაბამება.
მსგავსი ვითარებაა საფრანგეთშიც – ქვეყნის მონაცემთა დაცვის სამსახური ჩინური ჩატბოტის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს. საფრანგეთში სურთ, უკეთ შეისწავლონ თუ როგორ მუშაობს ჩინური სტარტაპის სისტემა და როგორია მომხმარებლის კონფიდენციალურობის შესაძლო რისკები.
მონაცემთა დაცვის სამსახურის განმარტებით, იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ეს სისტემა, და რა რისკებია მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით, სააგენტო დაკითხავს კომპანიის თანამშრომლებს.