საიდუმლო დერეფანი, რომელსაც ადრე რომის პაპის გამოსაყვანად იყენებდნენ, კვლავ გაიხსნა საზოგადოებისთვის. გასასვლელი, რომელსაც პასეტო დი ბორგოს უწოდებენ, ორი დონისაგან, ზედა და ქვედა საიდუმლო დერეფნებისგან შედგება. ის ვატიკანს რომის სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრესთან აკავშირებს.
„ერთ მხარეს წმინდა პეტრეს ტაძრის გუმბათი მოჩანს, მეორე მხარეს კი სანტ-ანჯელოსი, საიდანაც ანგელოზის ქანდაკების დანახვაა შესაძლებელი“, – ამბობს სანტ-ანჯელოს ციხესიმაგრის მუზეუმის დირექტორი ლუკა მერკური.
ცნობილი გასასვლელი მეექვსე საუკუნით თარიღდება, თუმცა მისი გამოყენება მე-13 საუკუნიდან დაიწყეს.
ლუკა მერკურის თქმით, ეს გასასვლელი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1527 წელს, ფრანგების მიერ ალყის შემორტყმის დროს პაპი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. პაპმა თავი დააღწია სწორედ ამ ქვედა საიდუმლო დერეფნით.
პასეტო დი ბორგოში შეიქმნება სპეციალური ტურების ახალი პროგრამები. საზოგადოებას ორივე დონის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.