საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის 18 დეკემბრის სხდომას გახსნის და ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით წარდგება.
ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია გაავრცელა „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა.
Salome Zourabichvili🇬🇪 will address the 🇪🇺European Parliament tomorrow morning
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) December 17, 2024
საკითხზე განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერ არ გაუკეთებია.
„ქართული ოცნების” ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფრით გარკვეული ძალები ცდილობენ, დაეხმარონ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის ახალი ლიდერი გახდეს.