მთავარიევროპაუკრაინაევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას დაუჭირა მხარი

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემას დაუჭირა მხარი

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გადაცემას. საუბარია გაყინულ რუსულ აქტივებზე.

განკარგულების მომხრე ევროპარლამენტის 518 დეპუტატი აღმოჩნდა, მოწინააღმდეგე 56, 61-მა კი თავი შეიკავა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას, განცხადებით, სესხი წარმოადგენს დიდი შვიდეულის დახმარების პაკეტის ნაწილს, რაც უკრაინის სამხედრო დახმარებას და ომის შემდგომ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ აღდგენას მოხმარდება.

„ეს კიდევ ერთი ისტორიული მომენტია და ამ ხმით ჩვენ მკაფიო და საკმაოდ მძლავრ სათქმელს ვამბობთ, ჩვენ ვიყენებთ სარგებელს რუსეთის გაყინული აქტივებიდან. რუსეთმა, როგორც აგრესორმა, აუცილებლად უნდა გადაიხადოს საფასური ჩადენილი ქმედებებისთვის. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

როგორც ცნობილია, ფინანსური პაკეტი უკრაინას 2025 წლის ბოლომდე ეტაპობრივად მიეწოდება. სანაცვლოდ კიევმა კონკრეტული რეფორმები უნდა გაატაროს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend