მთავარიევროპაუკრაინარუსეთის მიერ ზაპორიჟიაზე თავდასხმის შედეგად ათი ადგილობრივი დაიჭრა

რუსეთის მიერ ზაპორიჟიაზე თავდასხმის შედეგად ათი ადგილობრივი დაიჭრა

ღამით უკრაინელმა სამხედროებმა 100-ზე მეტი დრონით მიიტანეს იერიში რუსეთის დასავლეთ რეგიონებში მდებარე ერთ-ერთ აეროდრომსა და ასაფეთქებელი მოწყობილობების საწარმოზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებს, რომ განადგურებულია 110 დრონი, რომელთაგან 43 სასაზღვრო რეგიონში, კურსკში, ჩამოაგდეს.

რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ ძერჟინსკის გუბერნატორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დრონების თავდასხმის შედეგად ოთხი მეხანძრე დაშავდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით კი, წინა დღით რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიაზე მიტანილი იერიშის შედეგად ათი ადგილობრივი დაიჭრა.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და მაღაზიები, ავტოსამრეცხაო, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობი და რამდენიმე ავტომობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend