მთავარიამერიკაარგენტინაOne Direction-ის წევრი ლიამ პეინი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

One Direction-ის წევრი ლიამ პეინი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოთხშაბათს ღამით 911-ზე დარეკეს. ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა ოპერატორს ცნობილი მუსიკალური ჯგუფის წევრის, ლიამ პეინის, შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პირველადი ვერსიით ის სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადავარდა.

მალევე ბუენოს-აირესში, შემთხვევის ადგილას, მისი თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ და ჯგუფის საკულტო სიმღერები შეასრულეს.

„11 წლის ასაკში დავიწყე One Direction-ის მოსმენა. თუმცა მათ კონცერტს არასდროს დავსწრებივარ, რადგან ჯგუფი დაიშალა. ამის შემდეგ ყოველთვის იყო საუბარი ჯგუფის აღდგენაზე, თუნდაც, სიმბოლურად. სამწუხაროდ, ახლა ეს ვეღარ მოხდება“, – ამბობს ლუსია გონსალესი.

ლიამ პეინის გულშემატკივრები სანთლებით ხელში შეიკრიბნენ იმ ადგილას, სადაც მომღერალი გარდაცვლილი იპოვეს. ის სასტუმროს აივნიდან გადავარდა, 16 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Natasha Pisarenko

„არ ვიცი, როგორ ავხსნა, მაგრამ საშინელი გრძნობაა, One Direction ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო”, – ამბობს რავილა გონკალვესი.

„ყველა გაოგნებულები ვართ, ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ  სიმართლეა. საშინელებაა ის, რომ რამდენიმე დღის წინ მის ვიდეოებს ვუყურებდით და ახლა ლიამი აღარ არის“, – ამბობს სტეფანი ჩირანი.

ახლა სამართალდამცველები ცდილობენ, დაადგინონ, ზუსტად რა მოხდა ბუენოს-აირესის სასტუმროში და რამ გამოიწვია მომღერლის გარდაცვალება. გამოძიების  დასრულებამდე ინფორმაცია არ გასაჯაროვდება.

იქამდე კი ყველა, ვისაც One Direction-ის სიმღერები მოუსმენია, იხსენებს ლიამ პეინს, მუსიკოსს, რომლის გზაც 2010 წელს ბრიტანულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში დაიწყო და მას შემდეგ უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend