მთავარისპორტი23 წლის გიორგი გახელაძემ მოტოციკლეტით წყალზე 33 კილომეტრი გაიარა

23 წლის გიორგი გახელაძემ მოტოციკლეტით წყალზე 33 კილომეტრი გაიარა

ქართველმა ენდურო-მოტომრბოლელმა გიორგი გახელაძემ რამდენიმე დღის წინ შავ ზღვაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა და წყალზე მოტოციკლეტით 33 კილომეტრი გაიარა.

23 წლის სპორტსმენმა ქობულეთიდან მალთაყვამდე მანძილი 33 წუთში ყველანაირი შეცდომის გარეშე დაფარა და ავსტრალიელი რაიდერის, რობი მედისონის, შედეგი 31.7 კილომეტრი გააუმჯობესა.

გიორგის თქმით, ეს მისი რეკორდების დასაწყისია და უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ საოცარ და ექსტრემალურ სანახაობას გვპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend