მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა გაიხსნა

რუმინეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა გაიხსნა

ახალ სამხედრო საჰაერო ბაზაზე უკრაინელ პილოტებს F-16 ტიპის სამხედრო საჰაერო ხომალდების მართვაში გაწვრთნიან

დემოკრატიულ დასავლეთში უკრაინისათვის F-16 სახის სამხედრო საჰაერო ხომალდების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღეს, დასავლური წარმოების სხვა შეიარაღების მსგავსად აუცილებელია ამ იარაღის გამოყენების შესწავლა. უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის ფონზე ამ სწავლებების უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარება შეუძლებელია. შესაბამისად, სახმელეთო ჯარების ნაწილმა სწავლება გაერთიანებულ სამეფოში გაიარა, ამავე თვალსაზრისით უკრაინელი პილოტების გადამზადება რუმინეთის ტერიტორიაზე გახსნილ ახალ სამხედრო საჰაერო საწვრთნელ ბაზაზე მოხდება.


ნატოს წევრი სახელმწიფოს, რუმინეთის ტერიტორიაზე, F–16 სახის სამხედრო საჰაერო ხომალდების პილოტთა საწვრთნელი ბაზა გაიხსნა.

მთავარი პრიორიტეტი უკრაინელი სამხედრო პილოტების გაწვრთნაა.

ეს სამხედრო საჰაერო ბაზა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში განთავსდება და მისი გაცხადებული მიზანი ნატოსა და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თავსებადობის ზრდაა.

F16-ის სამხედრო საჰაერო ხომალდები, საერთაშორისო საწვრთნელი ბაზის გახსნა, 13 ნოემბერი, 2023 წელი, რუმინეთი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

ამერიკული წარმოების სამხედრო საჰაერო ხომალდებისა და პილოტების მომსახურებას ამერიკული კომპანია LOCKHEED MARTIN გაუწევს.

ქეითლინ კავალეჩი, რუმინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი: “მე ერთი და მკაფიო გზავნილი მაქვს. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს დასახმარებლად მუდამ მზად არის. ალიანსის წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ხარისხის ზრდის მიზნით თანამშრომლობისთვის მუდამ მზად ვართ”.

რუმინეთი ნატოს წევრი სახელმწიფო 2004 წლიდან არის და უკრაინას ესაზღვრება. კიევი კი უკვე დიდი ხანია თანამედროვე სამხედრო საჰაერო ხომალდების მიწოდებას სთხოვდა დემოკრატიულ დასავლეთს.

კაიზა ოლონგრენი, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი: “ამ სამხედრო საჰაერო ბაზის გახსნა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ჩვენ მიერ გაწეული შრომის კიდევ ერთი მაგალითია. უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ და კიევს მხარს დავუჭერთ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”.

ვოლოდიმირ რეზნიკოვი, უკრაინელი სამხედრო პილოტი: “MIG 21-სა და F–16-ს შორის დიდი განსხვავებაა. პირველი საბჭოთა წარმოების სამხედრო საჰაერო ხომალდია, F16 კი შედარებით უფრო თანამედროვე, ახალი ტექნოლოგიის მაგალითია და ამ ხომალდით სამხედრო პილოტს ბრძოლის წარმოება უკეთ შეუძლია”.

რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები 35–ამდე F–16-ის სახის სამხედრო საჰაერო ხომალდის შეძენას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend