მთავარიკუბიძალადობრივად ჩაშლილი პრაიდის ფესტივალი - საერთაშორისო გამოხმაურება

ძალადობრივად ჩაშლილი პრაიდის ფესტივალი – საერთაშორისო გამოხმაურება

საქართველოში, 8 ივლისს თბილისი პრაიდის ძალადობრივად ჩაშლას არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

8 ივლისის თბილისთან ახლოს “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო “თბილისი პრაიდის” ფესტივალი, თუმცა “ალტ ინფოს” მიერ ორგანიზებული მოძალადე ჯგუფების გამო ფესტივალის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.

სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა კადრები და ფოტოები, თუ როგორ დაარბიეს, გააფუჭეს და ზოგ შემთხვევაში თან წაიღეს ინვენტარი, რომელიც ფესტივალისთვის იყო განკუთვნილი.

„მე და ევროსაბჭო ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და ჩაშალა “თბილისი პრაიდი”. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, – დაწერა ტვიტერზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

 

ასევე მომხდარს ეხმაურება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოჩივიჩი, რომელიც ახლახან იყო ჩამოსული საქართველოში. „ძალადობა მიუღებელია, სწორედ ეს ვუთხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრს”.

ასევე კომენტარს აქვეყენებს ტვიტერზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.  „კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ ან არ შეუძლიათ დაიცვან პრაიდის მონაწილეების კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“

გემრანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმდჯომარე მიხაელ როთი ეხმაურება მოვლენებს, მისი თქმით, პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს. „სამწუხაროა, სოლიდარობა თბილისი პრაიდს და მადლობა ჩვენს დებსა და ძმებს ევროპული ღირებულებებისადმი მამაცური ერთგულებისთვის. პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს! ლგბტქი უფლებები არის ადამიანის უფლებები. ყოველთვის და ყველგან. სიყვარული არის სიყვარული“.

“თბილისი პრაიდის” ჩაშლილი ფესტივალს ეხმაურება საქართველოში გაერთიანებული ერების წარმომადგენლობა. ისინი მოუწოდებენ საქართველოს​ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს დამნაშავეებს.  „გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს თბილისი პრაიდის დღევანდელ ღონისძიებაზე. მოვუწოდებთ საქართველოს  ხელისუფლებას დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის.“

მომხდარ ამბავს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის არის “ლელო” და “ნაციონალური მოძრაობა”. ოპოზიციური პარტიები მომხდარზე პასუხისმგელობას ხელისუფლებას აკისრებს.  “თბილისში დღეს დატრიალებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად ჩამოშლილია და არ იცავს მოქალაქეთა თავისუფლებას და უსაფრთხოებას”, – აღნიშნავენ ლელოში.

“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამასთანავე, ხელისუფლება ვალდებულია არ დაუშვას არეულობა, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა. ფაქტია ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ საბაზისო ამოცანებს არ ასრულებს, რასაც სახელმწიფო გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს”, – ვკითხულობთ ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

“ქართული ოცნებიდან” კომენტარი ფეისბუკზე გააკეთა მმართველი პარტიის წევრმა ნინო წილოსანმა, რომლის თქმითაც მძიმე სანახავი იყო დარბევის კადრების ნახვა. “ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ”, – დაწერა წილოსანმა ფეისბუკზე.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend