მთავარიევროპათურქეთისაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში 28 მაისს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში 28 მაისს გაიმართება

თურქეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, საპარლამენტო არჩევნებში კი მმართველი პარტიის პოლიტიკურმა ალიანსმა ხმების 42 პროცენტი მიიღო, ოპოზიციური პარტიების ალიანსმა კი 22 პროცენტი, დანარჩენი ხმები უფრო მცირე პარტიებზე გადანაწილდა.

ეს საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის 20 წლიან მმართველობაში ყველაზე დაძაბულია, მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 49 პროცენტი მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდანტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი არჩევნებზე მისული მოქალაქეების 45 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

„ჩვენი ერის გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი გაიმართება, ჩვენს მთავარ კონკურენტებს 2 მილიონზე მეტი ხმით ვაჯობეთ, პარლამენტში უმრავლესობა ჩვენია, ჩვენი პარტია დომინანტია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ოპოზიციის მთავარ კანდიდატს ქემალ ქილიჩდაროღლუს მოქმედ პრეზიდენტზე მცირედით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.

„დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ნათელია, რომ მან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო, მომავალი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას. ჩვენი მიზანია, რომ დემოკრატია დავაბრუნოთ თურქეთის რესპუბლიკაში“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთის რესპუბლიკაში 28 მაისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend