მთავარიევროპანიდერლანდებინიდერლანდების სამეფო ეტლს რასისტული გამოსახულებების გამო აღარ გამოიყენებენ

ნიდერლანდების სამეფო ეტლს რასისტული გამოსახულებების გამო აღარ გამოიყენებენ

„ოქროს ეტლი“ ნიდერლანდების სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული საგანძური იყო. მას იყენებდნენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქორწილისა ან აღლუმების დროს.

თუმცა, ბევრისთვის ეტლი ჩაგვრისა და რასიზმის სიმბოლოს წარმოადგენს. ამის მიზეზი მის გვერდითა მხარეს დახატული გამოსახულებაა, რომელშიც დაჩოქილი შავკანიანი ადამიანები ნიდერლანდების დედოფალს საჩუქრებს გადასცემენ. ქვეყნის მოქმედი მეფის თქმით, სამეფო ოჯახი ეტლის გამოყენებას მომავალში აღარ აპირებს.

„ჩვენი ისტორია შეიცავს როგორც საამაყო მომენტებს, ასევე შეცდომებს, რომელთაგანაც უნდა ვისწავლოთ, რათა მომავალში ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ ვერ შევცვლით წარსულს. იგი ერთად უნდა გავიაზროთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ოქროს ეტლის გამოყენებას“, – განაცხადა მეფე ვილემ ალექსანდრე.

ამსტერდამის მუზეუმში გაიმართა გამოფენა, სადაც ქვეყნის კოლონიალური წარსული არის გადმოცემული. ოქროს ეტლი დედოფალმა ვილჰელმინამ 1898 წელს, ამსტერდამელებისგან მიიღო.

ბოლოს იგი 2015 წელს გამოიყენეს. ამის შემდეგ ეტლი ამ მუზეუმში გადმოიტანეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ეწევა მას გამოფენის დასრულების შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend