მექსიკის ერთ-ერთ სოფელში, სადაც კრიმინალები ყოვედღიურად არღვევენ კანონს, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი ბიჭების გაწვრთნა იარაღით დაიწყეს. მათი აზრით, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ სიცოცხლე დაიცვან. რეგიონში 2019 წლიდან დღემდე კრიმინალურ გარჩევებს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა ხელისუფლება ამ ფაქტზე არ რეაგირებს. სოფლის უხუცესებს მიაჩნიათ, რომ არასრულწლოვანთა სამხედრო წვრთვნით მოახერხებენ ხელისუფლების ყურადღების მიქცევას.