მთავარიაზიაღაზაღაზის სექტორში სტიქიაა

ღაზის სექტორში სტიქიაა

ღაზის სექტორში ძლიერი წვიმის შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახები კარვებიდან ტალახის გატანასა და ნივთების გადარჩენას ცდილობდნენ.

კარვების ქალაქებში მცხოვრები პალესტინელები კოკისპირული წვიმებისა და წყალდიდობის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმების ფონზე რეგიონში კვლავ არის საკვებთან დაკავშირებული პრობლემები.

რეჰამ ალ-ჰილუ ერთ-ერთია იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის, რომლებიც ძლიერ დაზარალდნენ. ხისა და ლითონის კონსტრუქცია, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ღამით ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა.

„მასალა, რომლითაც აგებული იყო თავშესაფარი, თავზე ჩამოგვენგრა. მეც დავშავდი. ბავშვებისთვის საუზმეს ვამზადებდი, როდესაც წყლის ნაკადი შემოვარდა. როგორც ხედავთ, ყველაფერი სველია. ბავშვებიც გალუმპულები არიან”, – აცხადებს ერთ-ერთი იძულებით გადაადგილებული პირი რეჰამ ალ-ჰილუ.

დახმარების ორგანიზაციები ღელავენ, რომ ზამთრის წვიმა მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად გააუარესებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ წყალდიდობასთან გასამკლავებლად და ომის შედეგად ისედაც განადგურებული ინფრასტრუქტურის ექსტრემალური ამინდისთვის მოსამზადებლად.

ღაზის მოსახლეობის უმეტესობა, 2 მილიონზე მეტი ადამიანი, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ბევრი მათგანი კარვებსა თუ თავშესაფრებში ცხოვრობს. მათ კარვებთან ახლოს  მხოლოდ პატარა ჭებია, რომლებიც ძლიერი წვიმის დროს იტბორება.

„ყველა კარავი განადგურებულია. ჩვენი კარვები ქსოვილისგანაა დამზადებული. სად არის „ჰამასი“? სად არიან ადამიანები, რომ ნახონ, როგორ იხრჩობიან ჩვენი შვილები? არაფერი გვაქვს ჩასაცმელი, ტანსაცმელი არ გვაქვს. ყველგან წყლის გუბეებია. ნახეთ, სადამდე მოვიდა წყალი.  ყველა კარავი განადგურებულია. ხედავთ თქვენ უკან კარავს? მთლიანად განადგურდა. არ ვიცი, საერთოდ რა ხდება. როგორმე უნდა იპოვონ გამოსავალი ჩვენთვის“, – განაცხადა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ასმა ფაიადმა.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურმა გასულ კვირას გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძლიერმა წვიმებმა ათასობით კარავი დატბორა და თითქმის სრულად გაანადგურა ის მცირე რაოდენობის ნივთები, რომლებიც პალესტინელებს ჰქონდათ.

სააგენტოშო ასევე განცხადეს, რომ ღაზაში შესული ჰუმანიტარული დახმარება გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც მათ სჭირდებათ. სააგენტომ მოუწოდა ისრაელს, გააუქმოს დახმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend