მთავარისაქართველოსახალხო დამცველმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა

სახალხო დამცველმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მოინახულა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, მიქელიანი, ქურქუშაანი და ზემო შუახევი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, სახალხო დამცველმა მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემას მოსახლეობის მიგრაცია წარმოადგენს, ახალგაზრდები სოფლებში აღარ ჩერდებიან და უახლოეს პერიოდში შესაძლოა სკოლები და ბაგა-ბაღები სრულიად დაცარიელდეს.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ სოფლები საოკუპაციო ხაზთან არის განლაგებული, ბოლო წლებში ადამიანთა გატაცებისა და დატყვევების ფაქტები არ დაფიქსირებულა. ნათქვანია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend