მთავარისაქართველომოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მდინარე სუფსაზე „სურები 2“ ჰესის მშენებლობა იგეგმება

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მდინარე სუფსაზე „სურები 2“ ჰესის მშენებლობა იგეგმება

© ფოტო მაუწყებელი

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტიურდა. მდინარე სუფსაზე 15 მეგავატი სიმძლავრის, „სურები 2“ ჰესის მშენებლობა იგეგმება.

შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ რეგიონში გასულ წელსაც ჰქონდა პროექტზე მუშაობის დაწყების მცდელობა, თუმცა მოსახლეობის მწვავე პროტესტის გამო სამუშაოები საწყის ეტაპზევე შეწყდა.

17 ივლისს გაიმართა ზემო სურებში დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

„ევრონიუს ჯორჯია“ ესაუბრა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის” წევრს, ვახუშტი მენაბდეს, რომელიც ასევე ჩართულია პროტესტში და ამ ანგარიშის განხილვას დაესწრო. როგორც ის ამბობს, არც სამინისტროსა და არც კომპანიის წარმომადგენლებს არცერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხები არ აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend