საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. მისი განცხადებით, ქართველ ხალხს აქვს იმის საფუძველი, იამაყონ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეს და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ.
მისივე თქმით, ეს დღე იმის შეხსენებაცაა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად.
„ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული, სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
On the eve of Georgia’s Independence Day, I send warmest wishes to the people of #Georgia, to freedom loving Georgians.
Independence Day honours the courage it takes to choose & protect freedom.
Freedom, once claimed, must be guarded – may you always have the strength to do so.— Alar Karis (@AlarKaris) May 25, 2025
ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისიც აქვეყნებს მოლოცვის პოსტს პლატფორმა X-ზე: „დამოუკიდებლობის დღე პატივს მიაგებს იმ გამბედაობას, რაც სჭირდება თავისუფლების არჩევასა და დაცვას. თავისუფლება, ერთხელ მოპოვებული, უნდა იყოს დაცული – დაე, ყოველთვის გქონდეთ ძალა ამის გასაკეთებლად“.