მთავარიევროპარუსეთი„ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია“ - დიმიტრი მედვედევი ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე

„ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია“ – დიმიტრი მედვედევი ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს დადებითად აფასებს.

სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეს“ პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, დიმიტრი მედვედევი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მიდგომას იწონებს, ხოლო ჯო ბაიდენის გუნდს რუსი ერისადმი მკაცრი და უსამართლო ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, ისტორიულად რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არაერთხელ ყოფილა უთანხმოება, თუმცა ვაშინგტონს პირადი სანქციები არც კარიბის კრიზისისას ნიკიტა ხრუშჩოვისთვის და არც ავღანეთის კონფლიქტისას ლეონიდ ბრეჟნევისთვის დაუწესებია.

„ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, რუსეთის დამცირებისა და დასჯის სურვილით, უმაღლეს დონეზე ყველა კონტაქტი გაწყვიტა. შედეგად – მსოფლიო აპოკალიფსის ზღვარზე აღმოჩნდა. რატომ მოხდა ასე? უბრალოდ რაღაც მომენტში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავი ჩვენი პლანეტის მთავარ სახელმწიფოდ გამოაცხადეს და გადაწყვიტეს, რომ აქვთ მთელი მსოფლიოს მართვის უფლება. აქვთ უფლება, დააწესონ უკანონო საქნციები, შელახონ ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ჩვენი ერის წინააღმდეგ აწარმოონ ჰიბრიდული ომი. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რამაც კინაღამ საფრთხე შეუქმნა კაცობრიობას. მარაზმატიკ ბაიდენის გუნდამდე ასე არავინ მოქცეულა“, – დაწერა დიმიტრი მედვედევმა.

განცხადებაში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ მოსკოვი-ვაშინგტონის ურთიერთობის დაძაბვის კონტექსტში ე.წ. „დიფ სთეითი“ ახსენა.

„ჩვენს პატარა, წინააღმდეგობრივ, მაგრამ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში არ არის და არ შეიძლება იყოს მთავარი ქვეყანა და ჩვენი პლანეტის უფროსი მმართველი. ეს გაკვეთილი უნდა გაითავისოს თავდაჯერებულმა ამერიკულმა ელიტამ და ე.წ. „დიფ სთეითმა“ და გაიგონ, რომ კონტაქტი და კონსულტაცია ბევრად ღირებულია, ვიდრე გაბუტვა და რუსეთის მსგავსი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება. პრინციპში, ეს უკიდურესად საფრთხისშემცველია, რადგან ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი. და თუ ისინი ამას ვერ აცნობიერებენ, ყველაფერი თავის ადგილას დაუბრუნდება. განკითხვის დღის ბირთვული საათი განაგრძობს დროის ათვლას შუაღამემდე“.

12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს, პირველ რიგში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend