მთავარიევროპანიდერლანდები9 დეკემბერს ნიდერლანდებმა სასაზღვრო კონტროლის განახლებული რეგულაცია აამუშავა

9 დეკემბერს ნიდერლანდებმა სასაზღვრო კონტროლის განახლებული რეგულაცია აამუშავა

გუშინ, 9 დეკემბერს, ნიდერლანდებმა სასაზღვრო კონტროლის განახლებული რეგულაცია აამუშავა.

სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებული მექანიზმები ექვს თვეს გაგრძელდება და შეეხება სამანქანო გზებს, რკინიგზასა და ავიარეისებს. ეს ინიციატივა შემოიტანა მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც ცნობილი ნაციონალისტი, ხეერტ ვილდერსი ხელმძღვანელობს.

კრიტიკის მიუხედავად, ჰოლანდიის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არა რის მხოლოდ სიმბოლური. ის უკანონო მიგრაციის ნაკადის შემცირებას ითვალისწინებს.

„ყოველთვის არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ მიზეზი, რაღაც არ გააკეთონ. თუმცა მე მათ არ მივცემ ჩემი შეჩერების საშუალებას. ამ ზომებს უკანონო მიგრაციის შესამცირებლად ვიღებთ და ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ამ მიზნის მისაღწევად“, – ამბობს მარიოლეინ ფაბერი, ჰოლანდიის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრი.

ჰოლანდიის სამხედრო პოლიციამ განაცხადა, რომ ადამიანები სასაზღვრო პუნქტებზე დიდ განსხვავებას ვერ შეამჩნევენ, რადგან ისინი აქამდეც გაძლიერებულად ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend