მთავარისაქართველოსაქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განახლდა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განახლდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2024 წლის პროგნოზი 7,55%-მდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი 1.81%-ით არის გაზრდილი, ვინაიდან წინა პროგნოზით სავალუტო ფონდი საქართველოში წლიურად 5,74%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობდა.

მომავალ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 5,97%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც 0.74%-ით მეტია წინა პროგნოზის მაჩვენებელზე.

სავალუტო ფონდზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობას, რომელმაც პირველ ოქტომბერს  გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნა, რომ წელს ქვეყანაში 8,2%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება. 2025 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა უფრო ნაკლებ ზრდას ვარაუდობს, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი. პირველი ოქტომბრის დოკუმენტით მთავრობის პროგნოზი 2025 წელს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით 5,5% იყო.

საქსტატის ფაქტობრივი მაჩვენებლებით კი, 2024 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით არის გაზრდილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend