მთავარისაქართველოჰელსინკის კომისია საქართველოზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს

ჰელსინკის კომისია საქართველოზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს

ჰელსინკის კომისია საქართველოზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალსა და მისი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები.

განცხადებაში წერია, რომ მთავრობამ პატივი უნდა სცეს ვალდებულებებს ხალხისა და ქვეყნისადმი და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც დამოუკიდებელი დამკვირვებლები დააკვირდებიან.

„მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს – ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას“, – წერია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend