მთავარიევროპარუსეთიევაკუაცია გრძელდება რუსეთის დატბორილი რეგიონებიდან

ევაკუაცია გრძელდება რუსეთის დატბორილი რეგიონებიდან

რუსეთის მთავრობამ ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორენბურგის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში. სახელმწიფო მედიის ცნობით, მიმდინარეობს ევაკუაცია.

მდინარე ურალში წყლის დონის აწევით გამოწვეულმა წყალდიდობამ აიძულა 4000-ზე მეტი პირი, მათ შორის ათასამდე ბავშვი, სახლი დაეტოვებინა.

„ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს წყალსატევების, გასაბერი ნავებისა და სპეციალური გადამყვანი საშუალებებით, რომელიც 50-ამდე პირს იტევს. ევაკუაცია ეტაპობრივად, ქუჩა-ქუჩა მიმდინარეობს. მოსახლეობას ვურჩევთ, მოუსმინონ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რჩევას და დატოვონ სახიფათო ზონები. წყალი თანდათან მატულობს და მოსალოდნელია, რომ წყლის მატება კიდევ მოიმატებს“.

ორენბურგის ოლქის ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად შეაჩერა მუშაობა.

ევაკუაცია დაიწყო ორდენბურგის მოსაზღვრე კურგანის ოლქის 10 დასახლებული პუნქტიდანაც.

კრემლმა კი უბრძანა კურგანისა და ტიუმენის ხელისუფლებას, რომ საგანგებო ვითარებაში იმუშაონ, როგორც მოსკოვში ამბობენ „ბუნებრივი ანომალიების“ ფონზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend