ლიტერატურული პრემიის „საბა” 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია. წელსაც, როგორც შარშან, დაჯილდოების ღონისძიება არ გამართულა და გამარჯვებულები ციფრულ სამყაროში დასახელდნენ. ამის მიზეზად ორგანიზატორები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასახელებენ და განმარტავენ, რომ სადღესასწაულო ღონისძიებისთვის ახლა შეუფერებელი დროა.
მათივე თქმით, მსგავსად გასული წლისა, დაჯილდოების ღონისძიებისთვის განკუთვნილი სახსრები სრულად მიემართება ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ კონკურსის ყველა ფინალისტისთვისაც.
ახლა კი გიამბობთ გამარჯვებულების შესახებ.
„საბა” 2025-ის ლაურეატები არიან:
1, საუკეთესო რომანი – ირაკლი მეტრეველი „ნებადართული ჯადაქრობა” (სულაკაურის გამომცემლობა);
საუკეთესო პოეტური კრებული – რეზო გეთიაშვილი „მეოთხე პირის ნიშანი” (კალმოსანი);
საუკეთესო პროზაული კრებული – მამუკა დოლიძე „გამოფენა” (მერანი);
საუკეთესო პიესა – ნოდარ მამაცაშვილი „ლოკოკინას სინდრომი” (აწმყო);
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – სოფიო შამანიდი „აუტანელი კაცები/„აუტანელი” ქალები” (სულაკაურის გამომცემლობა);
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – გიორგი საჯაია “ლპობა” (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო);
ლექსო ჩხაიძე “გარეთ, ქარში საკითხავი” (კალმოსანი);
6. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ანა მარგველაშვილი „წერილები მეფეს” (ალონი);
7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ანი კოპალიანი, ადამ მიცკევიჩის „ჯიადი”(გამომცემლობა ინტელექტი);
8. ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ლერი ალიმონაკსა და ზაზა აბზიანიძეს.


