მთავარიდღის ამბები„უნდა დადგინდეს, რა ნივთიერება იყო და რა დოზით, რომ ვისაუბროთ” - ტოქსიკოლოგები

„უნდა დადგინდეს, რა ნივთიერება იყო და რა დოზით, რომ ვისაუბროთ” – ტოქსიკოლოგები

გამოიყენეს თუ არა ქიმიური იარაღი აქციების დაშლის დროს საქართველოში? ტოქსიკოლოგებმა ამ საკითხზე მედიაცენტრ „მთავარში” სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ტოქსიკოლოგიის დეპრატმენტის, წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის არავის მიუმართავს აღებული სინჯებით კვლევისთვის, ან ტოქსიკოლოგიური მოწამვლის სიმპტომებით.

ტოქსიკოლოგების განცხადებით, იმისათვის, რათა დადგინდეს, კონკრეტულად რა ნივთიერებები იყო გამოყენებული და რა დოზით, ამისთვის საჭიროა კომპლექსური კვლევა და არა ვარაუდებით საუბარი.

„ჩატარდა რაღაც გამოკვლევა გაურკვეველ ხალხში, იმიტომ რომ ზოგან ნაჩვენებია, რომ 69 ადამიანი იყო, მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო 300 ადამიანი. ჩატარდა კვლევა, სადაც სუბიექტური ხალხის ჩივილი არის აღწერილი და აქედან გამომდინარეობს სტატია. „საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი“ – სად ჩანს, რომელ კვლევაში?! BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს. მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში და მიდის ექიმებთან, როგორც ცნობილია. ცრემლმდენი, გამაღიზიანებელი აირის მოწამვლის გამო საქართველოში არცერთი ადამიანი სტაციონარში არ არის მოსული“, – განაცხადა ტოქსიკოლოგმა თეიმურაზ კობიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend