აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ქარბუქია. სტიქიამ რამდენიმე შტატი მოიცვა. ამინდის გაუარესების გამო, შეფერხებულია მოძრაობა და გადადებულია ასობით ავიარეისი.
ქარბუქს თან ახლავს ყინვა. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა გააფრთხილეს მასაჩუსეტსში, ნიუ-ჰემფშირში, ვერმონტში, მეინში, კონექტიკუტსა და ნიუ-იორკში. ამინდი განსაკუთრებით აფერხებს ავიამიმოსვლას. ასობით რეისი უკვე გადაიდო ან გაუქმდა.
დიდი ტბების რეგიონში თოვა უკვე შესუსტდა, თუმცა ახალი შტორმი ახლა შუა ატლანტიკისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებს უახლოვდება. ვარაუდობენ, რომ აქ თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს მიაღწევს.
მეტეოროლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

