მთავარისაქართველო„დასახელებული ნივთიერებები ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012...

„დასახელებული ნივთიერებები ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე” – ვახტანგ გომელაური

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, დოკუმენტურ ფილმსა და სტატიაზე, რომელშიც ქართული ოცნების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიურ საშუალების გამოყენებაზეა საუბარი, ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა განმარტება იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა „იმედს“ უთხრა, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე”. ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბოლოს ეს ნივთიერება უწყებამ 2009 ან 2010 წელს შეიძნა, მისივე განმარტებით, მას შემდეგ შსს-ს ეს ნივთიერება არც შეუძენია და არც გამოუყენებია.

„ნაცებმა კატა გამოთხარეს“ – უთხრა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედს“, თუმცა მასთან არ დაუზუსტებიათ, 2009 წელს შეძენილი ქიმიური ნივთიერების შესახებ რატომ არ მოხდა სამართლებრივი რეაგირება ამ წლების განმავლობაში ან მიიღო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ზომები თავის დროზე.

კითხვეები აქციის დასაშლელად გამოყენებულ წყალში, დაუდგენელი ნივთიერების შერევის შესახებ 2024 წლის 28-29 ნოემბერის აქციების დროს გაჩნდა, როდესაც დემონსტრანტებს წყლის ჭავლის მოხვედრისას აღენიშნებოდათ ხველა, თვალებისა და კანის წვა, ასევე ცრემლდენა და გულისრევა.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ამის შესახებ გნცხადეს, შინაგანს საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან მაშინვე დაისვა კითხვები მედიის მხრიდან, თუმცა უწყებას ამ დრომდე არ უპასუხია კითხვაზე – 28 და 29 ნოემბერს, აქციის დასაშლელად განკუთვნილ წყალში იყო თუ არა შერეული რაიმე სახის ნივთიერება.

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“ – ასე უპასუხა 2024 წლის 30 ნოემბერს, „რადიო თავისუფლების კითხვს“ შიგანას საქმეთა მოქმედმა მინისტრმა, ალექსანდრე დარახველიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend